პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომში, ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
"საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ მთავრობის მეთაურმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ბორჯომში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ქრობის პროცესს ამინდი ართულებს.