logo
ENG



ბორჯომში შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

02 იან 202119:29
3 წუთის საკითხავი
 
ბორჯომში შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ ბორჯომში შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომში, 1-ელ იანვარს, ღამის საათებში, საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების დროს, თ.პ-მ მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით, შვილს, ი.პ-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.

"მ.პ. 1-ელ იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებული მ.პ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ახალციხის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბორჯომში, შვილის მკვლელობის ბრალდებით დედა დააკავეს


close დახურვა