logo
ENG



ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გზის მშენებლობა იწყება

09 მარ 202020:42
3 წუთის საკითხავი
 

ეკოლოგიური ზიანის რისკის შეფასების გარეშე ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გზის მშენებლობა იწყება, აბასთუმნის შემოვლითი გზის ასაშენებლად თანხმობა, ფაქტობრივად, გაცემულია და ტენდერიც ცხადდება. 

გზა „ქართუ ჯგუფის“ პროექტის შემადგენელი ნაწილია. ტყე-პარკის ნაწილის ეზოდ შემოერთების შემდეგ, გზა იმ იდეისთვის უნდა გაიყვანონ, რომელიც მხოლოდ ელექტრომობილებით მოძრაობას ითვალისწინებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ბიძინა ივანიშვილის კომფორტისთვის მუშაობს. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აბასთუმანში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. უკვე შეიძინა ნაკვეთებიც, აღნაგობის უფლებით მიიღო ტყე-პარკის ტერიტორია და მდინარის ნაწილი. 


close დახურვა