logo
ENG



რუხაძე სანქციებზე: რატომ უნდა დაჯარიმდეს ივანიშვილი? რა დააშავა? საგარეო კურსი არ შეცვლილა

26 სექ 202512:54
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/26/ulzz1h52v832e2w.jpg

სამთავრობო პროპაგანდისტული იმედის მფლობელი, ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ სანქციებს არ ელოდება.

მისი თქმით, სანქციებმა რუსეთში არ იმუშავა.

"რა თქმა უნდა, ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს არანაირად და უტვინოა, დააზიანებს [ბიზნესს]. რა თქმა უნდა, არ მუშაობს [სანქციები]. მე ჩემს სანქციებს არ ველოდები, მაგრამ სანქციები რომ არ მუშაობს, შეგიძლიათ უამრავი წაიკითხოთ ეკონომისტების აზრი. რუსეთში იმუშავა სანქციებმა?! არ იმუშავა, რა თქმა უნდა", - ამბობს ის TV პირველთან.

მისი მტკიცებით, საგარეო კურსი არ შეცვლილა და ივანიშვილი არ უნდა დასანქცირდეს.

"რატომ? რატომ უნდა გამკაცრდეს ივანიშვილის წინააღმდეგ? რა დააშავა? რატომ უნდა დაჯარიმდეს? არ არის [საგარეო კურსი] შეცვლილი. სად არის შეცვლილი? რა თქმა უნდა, არ არის", - განაცხადა რუხაძემ.


close დახურვა