logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფ 7 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

30 მარ 202011:42
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის კლინიკაში 2 პაციენტს კოვიდ-19-ზე შესაბამისი ტესტირება დღეს ჩაუტარდება, - ამის შესახებ კლინიკის სამეურვეო საბჭოს წევრმა მაკა სოლორაშვილმა განაცხადა.

სოლორაშვილის თქმით, აღნიშნული პაციენტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. გარდა ამისა, კიდევ 7 პაციენტის ანალიზები გახდა ცნობილია და როგორც კლინიკის წარმომადგენელმა აღნიშნა, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

"ჩვენს კლინიკაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ არის. გუშინ კვლევაში ჩართული 7 პაციენტიდან ყველა უარყოფითი პასუხი მოვიდა. დღეს კვლევაში მხოლოდ 2 პაციენტი ერთვება და მოგვიანებით გვექნება მათი პასუხი. ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 13 პაციენტი, აქედან 5 არის კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევა. ამ 5 პაციენტის დაავადების მიმდინარეობა არის საშუალო სიმძიმის. აქედან ორი მცირეწლოვანია და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამერიკის კლასტერია ჩვენთან ძირითადად და ასევე კარანტინიდან გადმოყვანილები", - განაცხადა მაკა სოლორაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 98 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში, კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. გარდა ამისა, საგანგებო რეჟიმის გამკაცრება მოხდა ორ ქალაქში - ზუგდიდსა და ფოთში, იქ პოლიციის ბლოკ-პოსტებია განთავსებული.


close დახურვა