logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკაში 16 ინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა

13 აპრ 202010:04
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 16 პაციენტი მკურნალობს. მათგან 2 ის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. პაციენტებს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ.  

ბოლო 24 საათში კლინიკაში კორონავირუსზე 9 ადამიანი დაიტესტა. ვირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. 

„ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 43 პაციენტი, აქედან ვირუსი დადასტურებული აქვს 16 პაციენტს. 16-დან 7 პაციენტი არის 18 წელს ქვემოთ ასაკის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ორ პაციენტს აღენიშნება პნევმონია, ერთ-ერთი შედარებით უფრო საყურადღებოა, თუმცა ამ ეტაპზე მონაცემები სტაბილურია. გარდა ამისა, გაიტესტა 9 პაციენტი, რომელთა პასუხი არის უარყოფითი. ველოდებით 2-ის პასუხს და კიდევ გაიტესტება 4 პაციენტი, რომლებიც განაგრძნობენ ჩვენთან მკურნალობას“, - განაცხადა ინფექციონისტმა თამარ სოკოლოვამ. 


close დახურვა