logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი: ორ პაციენტს აქვს პნევომონია, ველოდებით 7 პაციენტის პასუხს

27 მარ 202011:43
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამჟამად კორონავირუსით დაავადებული 5 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 7-ის პასუხს ელოდებიან. როგორც კლინიკის დირექტორი კახა იშხნელი აცხადებს, პაციეტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ შორის დაავადება არ პროგრესირებსა არც 2 წლის ბავშვის შემთხვევაში.

"კორონავირუსის ინფიცირებული 5 პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთი 2 წლის ბავშვია, რომლის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია. მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს მისი დაავადება და არ პროგრესირებს. ასევე ორ პაციენტს აქვს პნევომონია. დღეს ველოდებით 7 პაციენტთან დაკავშირებით პასუხს",-აცხადებს კახა იშხნელი.

 


close დახურვა