შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია ბეთლგრაუნდი-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე.
უწყებაში ამბობენ, რომ დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
"შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება", - აცხადებენ შსს-ში.