logo
ENG



ბჟანია: რუსეთი და აფხაზეთი სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ

08 ივნ 202420:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/08/fzsf40qzwjl5zap.jpg

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამბობს, რომ რუსეთთან "სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე ფიქრობენ".

ბჟანიამ კრემლის პროპაგანდისტულ მედია Ria Novosti-სთან საუბარში გამოთქვა იმედი, რომ "მომავალში საგუშაგოები საერთოდ აღარ იქნება."

"ახლა ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთის მხარეს მდებარე ფსოუს საგუშაგოები ზაფხულში თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებენ", - თქვა ბჟანიამ.

ე.წ პრეზიდენტის თქმით, გადაწყდა მდინარე ფსოუზე არსებული ძველი საცალფეხო ხიდის გამოყენება, რომელიც ამჟამად რეკონსტრუქციის ქვეშაა.

"ეს გააადვილებს სახელმწიფოებს შორის საზღვრების გადაკვეთას. მაგრამ დროთა განმავლობაში, მე ველოდები, რომ ჩვენ მივალთ ურთიერთობების ისტორიამდე, სადაც არ იქნება გამშვები პუნქტი. იქნება საზღვარი, მაგრამ საგუშაგო საბოლოოდ ზედმეტი გახდება", - განუცხადა ბჟანიამ რუსულ სამთავრობო მედიას.


close დახურვა