logo
ENG



ბრაზილიაში ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

21 მაი 202009:51
3 წუთის საკითხავი
 

ბრაზილიაში ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კოვიდ 19-ის თითქმის 20 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. დღის განმავლობაშ დაღუპულთა რაოდენობა კი 900-ს აჭარბებს.    

ინფიცირებულთა რიცხვით ბრაზილიამ უკვე გაუსწრო ბრიტანეთს, ესპანეთს და იტალიას. ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს არ იცავს. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკა მაღაზიების და რესტორნების დახურვას ვერ გაუძლებს. ის ასევე აკრიტიკებს გუბერნატორებს, რომლებმაც რეგიონებში შეზღუდვები შემოიღეს. 


close დახურვა