ბრაზილიის ქუჩებში მოქალაქეები დემონსტრაციებს მართავენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვენ. ჟაირ ბოლსონაროს პოპულარობა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა - მიზეზი, სავარაუდოდ, პანდემიის ფონზე არსებული კორუფციული სკანდალებია.
შაბათს გამართული აქცია მიმდინარე თვეში უკვე მეორე მასშტაბური ქუჩის პროტესტია ბოლსონაროს წინააღმდეგ.
„აქ ვარ, რადგან დროა რეაგირება მოვახდინოთ იმ გენოციდზე, რაც [პანდემიის პერიოდში] ჩვენმა მთავრობამ მოუწყო ხალხს", - ამბობს პროტესტის მონაწილე მარკოს კირსტი.
ბრაზილიაში კორონავირუსით 500 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლსონაროს საკითხს ბრაზილიის სენატი განიხილავს. საქმე ეხება შესაძლო კორუფციულ ინტერესებს ინდური წარმოების ვაქცინის შეძენისას.