„ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" - ამ დევიზის ირგვლივ გაერთიანდნენ რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაულუში ბრაზილიელები.
პოლიციელებთან დაპირისპირებითა და აქციის მონაწილეების დაკავებით დასრულდა დემონსტრაცია რიო-დე-ჟანეიროში. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტები ბრაზილიაშიც ხშირია.
2020 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, მხოლოდ რიო-დე-ჟანეიროში, პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებას 606 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გამოსვლები მთავრობის გადადგომის მოთხოვნითაც მოეწყო.