logo
ENG



ბრაზილიური მედია: მესიმ შესაძლოა "ბარსელონა" დატოვოს

17 აგვ 202011:36
3 წუთის საკითხავი
 

ცნობილი ბრაზილიური სპორტული გამოცემა “ესპორტე ინტერატივო” სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტი მარსელო ბეჩლერის ინფორმაციით,  33 წლის არგენტინელმა უკვე შეატყობინა თავისი სურვილის შესახებ ხელმძღვანელობას.

მესის არა 2021 წელს, არამედ ამ ზაფხულშივე სურს გუნდიდან წასვლა. არგენტინელ ფეხბურთელს კატალონიაში კიდევ ერთი სეზონის გატარება არ სურს.  მესის სავარაუდო გადაწყვეტილება უკავშირდება „ბარსელონას“ ცუდ მართვასა და გუნდის ცუდ შედეგებს.

მას კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული. მის გამოსასყიდ თანხად მითითებულია 700 მილიონი ევრო. არგენტინელს უკვე 2021 წლის იანვარში შეეძლება სხვა გუნდებთან შეთანხმების მიღწევა.


close დახურვა