გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, მარიუპოლთან რუსების მიღწევები ძირითადად სამხრეთ ნაწილშია.
"რუსეთმა მარიუპოლის სამხრეთით ყველაზე მეტი ადგილი დაიკავეს, სადაც მძიმე შეტაკებები გრძელდება. რუსეთი ცდილობს პორტის ხელში ჩაგდებას“. - წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე.
სამინისტრომ განაცხადა, რომ ოკუპირებულ უკრაინაში რუსული ძალების განლაგებაში არავითარი მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა.
„მიმდინარე ლოგისტიკური დეფიციტთან ერთად, უკრაინელების აგრესიულმა ბრძოლებმა რუს სამხედროებს შორის მოტივაციისა და მორალის ნაკლებობა გამოიწვია". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან მარიუპოლი მათი უპირველესი სამიზნე იყო მისი სტრატეგიული პორტის გამო. ქალაქი უწყვეტი დაბომბვის მსხვერპლი გახდა. მარიუპოლის შენობების 90% განადგურებულია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ პორტის ალყას "ჰუმანიტარული კატასტროფა" უწოდა. მისი მტკიცებით რუსულმა ძალებმა ქალაქიდან 2000-ზე მეტი ბავშვი გაიყვანეს.