logo
ENG



უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს

26 ნოე 202619:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/26/kppqa985zw07efg.png

26 ნოემბერს უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. პროცესი ფორმულით „250 - 22-ზე“ შედგა, რის შედეგადაც უკრაინულმა მხარემ 250 ცხედარი მიიღო, რუსულმა კი 22. 

 გაცვლის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, შამსაილ სარალიევმა გაავრცელა.

თავის მხრივ, უკრაინის სახელმწიფო პროექტი „მსურს ვიპოვო“ იუწყება, რომ 26 ნოემბერს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით, რეპატრიაციის ფარგლებში რუსეთს 22 რუსი სამხედროს ცხედარი და ნეშტი გადაეცა. პროექტის მონაცემებით, გადაცემული ცხედრების ნახევარი დონეცკის ოლქის იმ დასახლებულ პუნქტებთან არის აღმოჩენილი, რომლებზეც უკრაინამ კონტროლი ახლახან, კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა.

250 ცხედრის გადაცემის ფაქტს ადასტურებს უკრაინის სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო შტაბიც. უწყების ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე ცხედრების იდენტიფიცირების პროცედურა იგეგმება.


close დახურვა