logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: ომის დასაფინანსებლად ვალების ყველაზე დიდი ემისია რუსეთს ჰქონდა

19 ნოე 202218:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/19/uz53eluip5zm8w2.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ომის დასაფინანსებლად ვალების ყველაზე დიდი ემისია რუსეთის ფედერაციას ჰქონდა.

დაზვერვის თქმით, 16 ნოემბერს, რუსეთმა ისტორიაში ყველაზე დიდი ერთდღიანი ვალის ემისია განახორციელა, რომლის ოდენობაც 820 მილიარდ რუბლს (13,6 მილიარდ დოლარს) შეადგენს.

"ეს მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგან ვალების ემისია არის თავდაცვის ხარჯების მხარდაჭერის მთავარი მექანიზმი, რომელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის დეკლარირებული "ეროვნული თავდაცვის" ხარჯები 2023 წლისთვის პროგნოზირებულია დაახლოებით 5 ტრილიონი რუბლით (84 მილიარდი დოლარი), რაც 40%-ით მეტია 2023 წლის ბიუჯეტზე, რომელიც 2021 წელს იყო გამოცხადებული.

ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვა თვლის, რომ უკრაინაზე მასიური სარაკეტო დარყმების განსახორციელებლად, რუსეთმა საკრუიზო რაკეტების მარაგი უნდა ამოწუროს.  


close დახურვა