logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი მობილიზაციის მორიგ ტალღას არ გამორიცხავს

30 იან 202312:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/30/rbuj4dngle7rbj8.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი მობილიზაციის მორიგ ტალღას არ გამორიცხავს.

"რუსეთის მთავრობა ინარჩუნებს მობილიზაციის ახალი ტალღის შესაძლებლობას. კრემლი ეძებს გზებს, რათა უკრაინაში შემდგომი შეტევისთვის სამხედრო პერსონალის დიდი რაოდენობა დააგროვოს და ამავდროულად, მინიმუმამდე დაიყვანოს მოქალაქეთა შიდა უკმაყოფილება", -  ნათქვამია განცხადებაში.

23 იანვარს, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "ნაწილობრივი მობილიზაციის" ბრძანება ძალაში რჩება და ამბობს, რომ ჯერ კიდევ აუცილებელია შეიარაღებული ძალების მოქმედების უზრუნველყოფა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.


close დახურვა