ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, უკრაინის სამხრეთით რუსეთი საბრძოლო მასალის ნაკლებობას განიცდის.
"ქვეყნის [უკრაინის] სამხრეთით, რუსეთის სარდლობის საერთო პრობლემები, სავარაუდოდ, არის საარტილერიო საბრძოლო მასალისა და რეზერვის, თავდაცვითი ქვედანაყოფების არასაკმარისი რაოდენობა", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვის თქმით, უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ რუსეთის 58-ე არმიის პოზიციებზე. ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ ველიკა ნოვოსელკას სამხრეთით რუსი ოკუპანტები თავდაცვაზე არიან გადასული.
"რუსეთის ფედერაციის მე-5 გაერთიანებული შეიარაღების არმიის ქვედანაყოფები, სავარაუდოდ, განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ არიან", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.