logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს

07 ივნ 202211:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/07/mxdlshj90hz5n4t.jpg
(Aris Messinis/AFP/Getty Images)

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, შაბათ-კვირას უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს სევეროდონეცკის ნაწილი, თუმცა რუსული ძალები, სავარაუდოდ, აგრძელებენ აღმოსავლეთის ოლქების ოკუპაციას. რუსეთის უფრო ფართო გეგმა, სავარაუდოდ, კვლავაც არის სევეროდონეცკის ტერიტორიის მოწყვეტა როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან.

"რუსეთს მიღწევები აქვს პოპასნას სამხრეთით, მაგრამ მისი პროგრესი ამ მხარეში გასულ კვირას შეჩერდა. იზიუმთან ძლიერი დაბომბვის შესახებ ცნობებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ჩრდილოეთ ღერძზე განახლებული შეტევისთვის ემზადება.

რუსეთს სჭირდება, რომ მიაღწიოს გარღვევას ერთ-ერთ ამ ღერძზე, რათა ტაქტიკური მიღწევები ოპერაციულ მიღწევად აქციოს და განახორციელოს მისი პოლიტიკური მიზანი - გააკონტროლოს მთელი დონეცკის ოლქი." - წერს ბრიტანეთის დაზვერვა. 

6 ივნისს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა, სავარაუდოდ, დასავლური სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შეფერხების მცდელობა იყო.


close დახურვა