logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: ცოლების თქმით, რუსი ჯარისკაცების რესურსები ამოწურულია

11 ივლ 202212:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/11/ktuk3cbhkxwdivr.jpg

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ ივნისის ბოლოს, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის (EMD) 36-ე შეიარაღებული არმიის ჯარისკაცების ცოლები პირდაპირ მიმართავდნენ ადგილობრივ თანამდებობის პირს, რომ მათი ქმრები უკრაინიდან სახლში დაებრუნებინა. 

ერთ-ერთი ქალის მტკიცებით, EMD-ის მე-5 ცალკეული გვარდიის სატანკო ბრიგადის პერსონალის "მენტალური და ფიზიკური შესაძლებლობები ამოწურულია", რადგან ისინი, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყების დღიდან, აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ.

ასევე დაზვერვის განცხადებით 10 ივლისის მდგომარეობით, ჩრდილოეთ დონბასში რუსული საარტილერიო დაბომბვები  მნიშვნელოვანი ტერიტორიული წინსვლის გარეშე გაგრძელდა.

"უკრაინული ძალები ჩრდილო-აღმოსავლეთ ხერსონის ოლქში რუსეთის თავდაცვით ხაზზე ​ ლოკალიზებულ ზეწოლას განაგრძობდნენ, მაგრამ, სავარაუდოდ, ტერიტორიული წინსვლის გარეშე."- წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში. 


close დახურვა