logo
ENG



ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსული სამხედრო ძალის დიდი ნაწილი კიევიდან 25 კმ-შია

12 მარ 202212:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/rgqbdr6ybu81ngq.png

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული სამხედრო ძალების დიდი ნაწილი კიევიდან 25 კილომეტრში იმყოფება. 

უწყების ეს ინფორმაცია დაზვერვის უახლეს მონაცემებს ეყრდნობა.

”ბრძოლა გრძელდება კიევის ჩრდილო-დასავლეთით, რუსეთის სახმელეთო ჯარების მონაწილეობით, რომელიც ახლა ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში იმყოფებიან". - აცხადებენ სამინისტროში. 

დიდი ბრიტანეთის ცნობით, ამასთან, რუსული კიევის ჩრდილოეთით რუსული ჯარები დაიფანტნენ, რაც, სავარაუდოდ, უკრაინის დედაქალაქის ალყაში მოქცევას ისახავს მიზნად.

"ამასთან, ჯარების დაფანტვის მიზეზი შეიძლება იყოს რუსეთის მცდელობა, შეამციროს დაუცველობა უკრაინული კონტრშეტევების მიმართ, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეამცირა რუსი ჯარისკაცების რიცხვი". - აცხადებს დიდი ბრიტანეთის უწყება.


close დახურვა