დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის თქმით, არსებობს "რეალური შესაძლებლობა", რომ კერძო სამხედრო ჯგუფ ვაგნერს რუსეთი აღარ აფინანსებდეს.
უწყების თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ, ზოგიერთ საკითხში „ვაგნერის მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის ბიზნესინტერესების წინააღმდეგ იმოქმედა“ და შესაძლოა, ჯგუფის ახალი დამფინანსებელი ბელარუსის ხელისუფლება იყოს.
"თუ რუსეთის ხელისუფლება აღარ უხდის ვაგნერს, მეორე, ყველაზე შესაძლო გადამხდელი ბელარუსის ხელისუფლებაა.
თუმცა ამ ზომის ძალისთვის ბელარუსის მოკრძალებული რესურსების გადინება, მნიშვნელოვანი და პოტენციურად არასასურველი იქნება" - წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.
ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, შედეგად, შესაძლოა, რომ ვაგნერის ჯგუფმა დაიწყოს "ფინანსური წნეხის ფონზე, შემცირების და რეკონფიგურაციის პროცესი, დიდწილად თანამშრომლების ანაზღაურების ხარჯების დაზოგვის მიზნით".
ივნისში ვაგნერის ჯგუფის 1-დღით აჯანყდა რუსეთის ხელისუფლებისა და მისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. ჯგუფმა დაიკავა რამდენიმე ქალაქი და მიუახლოვდა მოსკოვს.
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამდგომლობით პრიგოჟინის აჯანყება დასრულდა და ვაგნერის მებრძოლები ბელარუსის ტერიტორიაზე გადავიდნენ.