დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მზადყოფნა გამოთქვა ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან მიღწეული ახალი გარიგების შესასწავლად კანონმდებლებს მეტი დრო მისცეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი ვადამდელ არჩევნებზე უნდა დათანხმდეს.
ჯონსონის განცხადებით, თუ მოქმედ პარლამენტს არ შეუძლია ბრექსიტის აღსრულება, მაშინ ბრიტანეთს სჭირდება ისეთი საკანპონმდებლო ორგანო, რომელიც ამას შეძლებს. თემთა პალატამ ბრექსიტის კანონპროექტს მხარი დაუჭირა, თუმცა უარი თქვა შეთანხმების 3 დღის ვადაში დამტკიცებაზე. ევროკავშირის დასატოვებლად ლონდონს დრო 31 ოქტომბერამდე აქვს.