logo
ENG



ბრიტანეთის საგარეო მინისტრი: წლის ბოლომდე კორონავირუსის ვაქცინის მოლოდინი არარეალისტურია

26 აპრ 202017:02
3 წუთის საკითხავი
 

2020 წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოლოდინი არარეალისტურია, - ამის შესახებ განცხადება მედიასთან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, რომელიც ავადმყოფობის პერიოდში პრემიერ ბორის ჯონსონს ცვლიდა.

დომინიკ რააბის შეფასებით, ხელისუფლებამ არც მკაცრი ზომების შემსუბუქება უნდა იჩქაროს და ვირუსის მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად ფრთხილად იმოქმედოს, რადგან, მისი აზრით, მეორე ე.წ. ლოქდაუნი საზოგადოების ნდობას დააზიანებს.

ბრიტანეთი მეხუთე ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც კოვიდ 19-ით დაღუპულთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა. ხვალიდან მუშაობას ვირუსისგან განკურნებული ბორის ჯონსონი ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდება.   


close დახურვა