logo
ENG



ბრიტანეთის საელჩო: კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია, იგი დააზარალებს საქართველოს EU-ის გზაზე

28 მაი 202421:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/28/0i6tufqcruuymok.jpg

დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, რუსული კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დააზარალებს.

"დიდი ბრიტანეთი ღრმად არის შეშფოთებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით. ჩვენ ვრჩებით იმ აზრზე, რომ კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.


close დახურვა