ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბახმუტთან რუსული ძალების ყველაზე ინტენსიური თავდასხმების პერიოდი უკვე დასრულდა.
"რუსული ჯარების თავდასხმების სიხშირე, როგორც ჩანს, შემცირდა დეკემბრის შუა რიცხვების ინტენსივობასთან შედარებით. ამჟამად რუსული შეტევითი ოპერაციები ამ მხარეში [ბახმუტში] მიმდინარეობს. მომავალ კვირაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა შეძლოს ბახმუტთან", - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, ამ ბრძოლებში დიდი დანაკარგები ჰქონდათ როგორც რუსულ, ასევე უკრაინულ მხარეებს.
როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ 24 დეკემბერს განაცხადა, რუსეთის ძალებს ეწურებათ საარტილერიო ტყვია-წამლის მარაგები რაც ფართომასშტაბიანი თავდასხმითი ოპერაციებისთვისაა საჭირო. კვლევითი ინსტიტუტი ასევე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, რუსეთს გაუჭირდება შეტევითი ოპერაციების ტემპის შენარჩუნება.
ISW-ის შეფასებით, რუსეთი ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში ნაკლები წინსვლა ჰქონდათ ვიდრე ოქტომბერში.