logo
ENG



ბრიტანეთი: რუსების დატოვებული აღჭურვილობა უკრაინის სამხედრო ტექნიკის დიდ ნაწილს შეადგენს

07 ოქტ 202211:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/07/ulqt8wvtz5ej88j.png
Ilya Pitalev / Sputnik via AP

ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ რუსების მიერ დატოვებული აღჭურვილობა ახლა უკრაინის სამხედრო ტექნიკის დიდ ნაწილს შეადგენს. 

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინამ, სავარაუდოდ, სულ მცირე 440 რუსული მთავარი საბრძოლო ტანკი და დაახლოებით 650 სხვა ჯავშანტექნიკა ჩაიგდო ხელში. ამჟამად უკრაინის სატანკო ფლოტის ნახევარზე მეტი პოტენციურად რუსეთის სატრანსპორტო საშუალებისგან შედგება.

"რუსული ეკიპაჟების წარუმატებელი მცდელობა გაანადგურონ ხელუხლებელი აღჭურვილობა გაყვანამდე ან დატყვევებამდე, ხაზს უსვამს მათ საბრძოლო დისციპლინის დაბალ დონეს."- განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვამ.

დაზვერვის ინფორმაციით, იმის გამო, რომ რუსული ფორმირებები უკრაინელების მხრიდან რამდენიმე სექტორში დიდი ზეწოლის ქვეშ არიან და მიმდინარეობს მათი მზარდი დემორალიზება, რუსეთი სავარაუდოდ გააგრძელებს მძიმე შეიარაღების დაკარგვას.


close დახურვა