logo
ENG



ბრიტანეთი: რუსული არმია ბევრი მიმართულებით ცდილობს შეტევას, მაგრამ მას ძალა აკლია

14 თებ 202315:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/14/oqfpdozgfoi9gkz.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსული არმია ბევრი მიმართულებით ცდილობს შეტევას, მაგრამ მას ძალა აკლია.

დაზვერვის თქმით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ვაგნერის ძალებს ბახმუტის მახლობლად, ჩრდილოეთით მცირე მიღწევები ჰქონდათ, მათ შორის კრასნა ჰორაში. თუმცა, დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინის ორგანიზებული თავდაცვა ამ ტერიტორიაზე გრძელდება. რუსეთის ტაქტიკურმა წინსვლამ კი ქალაქის სამხრეთით, სავარაუდოდ, მცირე პროგრესს მიაღწია.

"ლუჰანსკის რეგიონის სვატოვო-კრემენაიას სექტორში რუსული ჯარები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს, თუმცა თითოეული ადგილობრივი შეტევა ძალიან მცირეა მნიშვნელოვანი გარღვევის მისაღწევად.

ზოგადად, ამჟამინდელი ოპერაციული სურათი ვარაუდობს, რომ რუსეთის ჯარებს ეძლევათ ბრძანება ბევრი მიმართულებით შეტევაზე, მაგრამ არ აქვთ საკმარისი საბრძოლო ძალა გადამწყვეტი ეფექტის მისაღწევად", - ნათქვამია განცახდებაში.

გუშინ, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთმა გააძლიერა თავდაცვა ზაპოროჟიეს ცენტრალურ ნაწილში, ტარასოვკას მახლობლად. გარდა ამისა, დაზვერვის თქმით, 8 იანვრის მდგომარეობით, რუსეთმა ქალაქ ვასილიევკასა და ორეხოვს შორის თავდაცვითი სიმაგრეები შექმნა.


close დახურვა