logo
ENG



ბრიტანეთი: ცვლილებები "დასავლეთის სარდლობაში" რუსეთის თავდაცვაში უთანხმოებას ასახავს

30 დეკ 202212:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/30/n7dfp2meewl1jxk.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალ-ლეიტენანტი ევგენი ნიკიფოროვი, სავარაუდოდ, დაიკავებს რუსეთის დასავლეთ ძალების მეთაურის თანამდებობას. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ის იქნება ამ დაჯგუფების მეოთხე მეთაური და შეცვლის გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი კუზოვლევს, რომელიც ამ თანამდებობაზე სულ რაღაც სამი თვის წინ დაინიშნა.

"როგორც რუსეთის ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის (VGV) შტაბის უფროსი შეჭრის პირველ კვირებში, ნიკიფოროვი აქტიურად იყო ჩართული VGV-ისა და საჰაერო სადესანტო ჯარების წარუმატებელი მცდელობის დაგეგმვაში, წინ წასულიყვნენ კიევში ჩრდილო-დასავლეთიდან, ჩერნობილის ზონის გავლით."- წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში. 

ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ რუსი უფროსი ოფიცრების მიმდინარე ცვლილება, სავარაუდოდ, ასახავს შიდა განხეთქილებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ომის შემდგომი განვითარების წარმართვასთან დაკავშირებით.


close დახურვა