logo
ENG



ბრიტანეთი უკრაინას 10 000 უახლესი დრონის შესაძენად 325 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს

08 მარ 202408:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/08/r6eyyprlzd54918.jpeg

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 10 000 უახლესი დრონის შესაძენად 325 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შეპსმა კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე გააკეთა.

ეს თანხა იანვარში გამოცხადებულ თანხას 125 მილიონით აღემატება. მაშინ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას 200 მილიონს გამოუყოფს.

"ვაძლიერებ ჩვენ ვალდებულებას, აღვჭურვოთ უკრაინა ყველაზე თანამედროვე ახალი დრონებით, რომლებიც პირდაპირ მოდის დიდი ბრიტანეთის წამყვანი თავდაცვის სამინისტროებიდან - ქარხნის მაღაზიებიდან ფრონტის ხაზამდე. მოვუწოდებ საერთაშორისო პარტნიორებს შეუერთდნენ დიდ ბრიტანეთს ამ ძალისხმევაში", - თქვა შეპსმა.

მისივე თქმით, დრონებმა დაამტკიცეს საკუთარი ეფექტურობა ბრძოლის ველზე. გარდა ამისა, უკრაინა გააგრძელებს შავ ზღვაში სიტუაციის შეცვლას, რადგან გამოყოფილი თანხიდან 100 მილიონ ფუნტზე მეტი საზღვაო რესურსზე დაიხარჯება.


close დახურვა