logo
ENG



ბრიტანეთი უკრაინაში მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად 45 მილიონი ფუნტის დახმარებას გამოყოფს

05 მაი 202210:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/05/x6fjoshmcoyk0m6.jpg
Reuters

დიდი ბრიტანეთი უკრაინასა და მის საზღვრებში მყოფი მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად 45 მილიონი ფუნტის დახმარებას გამოყოფს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის განცხადებით, ეს თანხა გადაეცემა გაეროს სააგენტოებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობისა და ზიანის მიმართ ყველაზე დაუცველ მოქალაქეებთან მუშაობენ.

"ბრიტანული დახმარება უკრაინაში ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისკენაა მიმართული, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების მიმართ, რომლებიც სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის გაზრდილი რისკის წინაშე დგანან", - თქვა ტრასმა.

BBC ბრიტანეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • 15 მილიონი ფუნტი გადაეცემა გაეროს უკრაინის ჰუმანიტარულ ფონდს (UHF)
  • 15 მილიონი ფუნტი გადაეცემა UNICEF-ს, გაეროს ბავშვთა სააგენტოს
  • 10 მილიონი ფუნტი დააფინანსებს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს სასაზღვრო ქვეყნებში, რათა დაიცვან იქ გადასული უკრაინელი ქალები და ბავშვები
  • 5 მილიონი ფუნტი გადაეცემა უკრაინის წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციას
  • დამატებით 20 მილიონი ფუნტი გამოყოფილი იქნება პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების ჰუმანიტარული დახმარებისთვის

close დახურვა