logo
ENG



ბრიტანეთი უკრაინაში რუსული ძალების დანაშაულების გამოსაძიებლად ექსპერტებს გაგზავნის

29 აპრ 202215:00
3 წუთის საკითხავი
 
(Anatolii Siryk/Ukrinform/Future Publishing/Getty Images)

ბრიტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინაში სამხედრო დანაშაულის ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის, რათა დაეხმაროს ქვეყანას რუსული ჯარების მიერ განხორციელებული სისასტიკის გამოძიებაში.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (FCDO) განცხადებაში ნათქვამია, რომ მომავალ კვირას, ექსპერტთა ჯგუფი პოლონეთში ჩავა, რათა უკრაინის მთავრობას, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ლტოლვილებს  შეხვდნენ.

მათი მიზანია, ხელი შეუწყონ მტკიცებულებების შეგროვებას რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ.

უკრაინაში რუსული ძალების მხრიდან ძალადობის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, გუნდში შევლენ ექსპერტები კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის საკითხებში.

"რუსეთმა ბარბაროსობა მოიტანა უკრაინაში და ჩაიდინა საზიზღარი სისასტიკე, მათ შორის ქალების მიმართ." - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებაში. 

"ბრიტანული ექსპერტიზა ხელს შეუწყობს სიმართლის გამოვლენას და პუტინის რეჟიმს პასუხისგებაში მისცეს. სამართალი აღსრულდება".

28 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო და მხარი დაუჭირა უკრაინაში რუსეთის ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას.


close დახურვა