დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, ბრიტანეთმა უკრაინას 286 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო.
"მშვიდობის მისაღწევად, ჩვენ უნდა შევიკავოთ აგრესია. ჩვენი ერთობლივი განლაგება რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ვუზრუნველყოთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეებზე პასუხის გაცემა", - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.
სუნაკი მოუწოდებს ლიდერებს მხარი დაუჭირონ ან გაზარდონ უკრაინის მხარდაჭერა 2023 წელს. ამასთან, რუსული სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყებიდან, ბრიტანეთმა უკრაინაში 125 საზენიტო იარაღი და 100 000-ზე მეტი საბრძოლო მასალა გაგზავნა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. გარდა ამისა, ლონდონში უკრაინელი მებრძოლებისთვის ფართომასშტაბიანი სასწავლო პროგრამა მოეწყო.