logo
ENG



ბრიტანელი ევროპარლამენტარი - ნატოში გაწევრიანების პროცესი საქართველოში კარგად მიმდინარეობს

10 აპრ 202016:23
3 წუთის საკითხავი
 
umqkvxo92sat4fx.jpg

 

ბრიტანელი ევროპარლამენტარის და ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის, ჯეფრი ვან როდენის თქმით,  ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პროცესი მიმდიარეობს.

„ერთი შეხედვით, არარეალურად გამოიყურება დასავლეთის ყველაზე დიდ სამხედრო ალიანსში იმ პატარა ქვეყნის გაწევრიანება, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ უკანონოდაა ოკუპირებული და მაინც შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს“,-წერს ჯეფრი ვან როდენი.

როდენი ასევე მიესალმება ახალი საარჩევნო სისტემის დამტკიცებას და აცხადებს, რომ პროცესმა, უფრო გააძლიერა ქვეყნის პროდასავლური იმიჯი.

„საქართველო ბრიტანეთის მეგობარი ქვეყანაა, რომელმაც ბრექსიტის შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა გადადგა ნაბიჯი ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორობის დასამყარებლად. ამ ნაბიჯზე კი ჩვენი პასუხი საქართველოსთან და მის მეზობლებთან ურთიერთობის გაძლიერება უნდა იყოს“,-წერს ვან როდენი.

 


close დახურვა