logo
ENG



ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ჩიხში შევიდა

21 იან 202313:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/21/8c3hlcfzyiy2jpe.jpg

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში ბრძოლები ჩიხში შევიდა. ყოველდღიურ მიმოხილვაში თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა წერს, რომ ბოლო დღეებში ყველაზე მწვავე ბრძოლები სამ სექტორში მიმდინარეობს.

მათი შეფასებით, ჩრდილო-აღმოსავლეთით, კრემინასთან ახლოს, უკრაინამ შესაძლოა მცირე წარმატებებს მიაღწია და წარმატებით დაიცვა თავი რუსული კონტრშეტევისგან. ბახმუტის მიმართულებით, რუსული ძალები და ვაგნერის დაჯგუფება, დაკავებულ ქალაქ სოლედარში ძალების აღდგენით არიან დაკავებულნი.

სამხრეთით კი, ზაპოროჟიეს ოლქში, მხარეებს მნიშვნელოვანი ძალები აქვთ მობილიზებული, რომლებიც აწარმოებენ საარტილერიო შეტაკებებს და მონაწილეობენ მცირე შეტაკებებში, თავს არიდებენ ფართომასშტაბიან შეტევით მოქმედებებს.

"საერთო ჯამში, საბრძოლო მოქმედებები ჩიხში შევიდა. თუმცა ბახმუტის რაიონში რუსული ჯარების ლოკალური წინსვლის რეალური შანსი არსებობს", - აღნიშნულია მიმოხილვაში.


close დახურვა