ყოველი თეთრი, ყოველი ახალი ეტაპი ოპერაციის თუ რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა, 20 ივნისს დაზარალებულებმა დიდი ბრძოლით უნდა მოიპოვონ. ყველას გვახსოვს, გავრილოვის ღამეს, სასწაულით გადარჩენილი დავით ფარესაშვილი, რომელსაც ტყვია თავში მოხვდა და ეტლს დიდი ხნით მიეჯაჭვა. ახლა მისთვის მკურნალობა და რეაბილიტაციის კურსი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განცხადება დაფინანსებაზე შეაჩერეს, ძალიან დიდი თანხაა - ეს იყო პასუხი 20 ივნისის სისხლიან ღამეს, ხელისუფლების სადამსჯელო ოპერაციის დროს უმძიმესად დაშავებული დავით ფარადაშვილისთვის. როგორც ჩანს ქართული ოცნების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა კაცის მკურნალობაში აქამდე გადახდილი თანხა საკმარისია.