logo
ENG



ბუდანოვი: ბახმუტი, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს

31 დეკ 202217:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/31/pgqccejo9kdkwu9.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ბახმუტი, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს.

"ჩემი აზრით, ქალაქი აღარ არსებობს. გარკვეული ტერიტორია ნამდვილად არ ექვემდებარება აღდგენას. ოკუპანტებმა აბსოლუტურად გაანადგურეს, მთელი ქალაქი დაუსახლებელი გახადეს. ისინი [რუსები] იქ უზარმაზარ ზარალს განიცდიან", - თქვა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ბახმუტის მიმართულებით რუსების ძალები უკვე ამოწურულია. ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, მოვლენები, შესაძლოა, კულმინაციას მიუახლოვდეს.

30 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ მტერს ბახმუტის მახლობლად დიდი დანაკარგები აქვს.


close დახურვა