logo
ENG



ბუკა პეტრიაშვილი: კარასინმა ღიად განაცხადა, რომ აქვთ რუსული კულტურული ცენტრის გახსნის სურვილი

06 დეკ 201923:07
3 წუთის საკითხავი
 
yrp4smm6i3uy0gz.jpg

კარასინმა ღიად განაცხადა, რომ აქვთ რუსული კულტური ცენტრის გახსნის სურვილი, - ამის შესახებ განცხადებას ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი სოფო ზურაბიანის გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გააგებინოს რუსულ მხარეს, რომ საქართველო არ არის მზად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახსნას მორიგი სადაზვერვო უჯრედი.

„კარასინმა ღიად განაცხადა, რომ აქვთ რუსული კულტური ცენტრის გახსნის სურვილი. არაფერს არ ვაანონსებ მაგრამ პირობას ვდებ, რომ უარესი მოჰყვება საზოგადოების მხრიდან. ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს ეს მაქსიმალურად და გააგებინოს რუსულ მხარეს, რომ საქართველო არ არის მზად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახსნას მორიგი სადაზვერვო უჯრედი“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

 


close დახურვა