logo
ENG



ბურჯანაძე: ალტ-ინფოს პარტიის აკრძალვა შესაძლებელია, მისი არსებობა სირცხვილია

20 ნოე 202115:35
3 წუთის საკითხავი
 
ბურჯანაძე: ალტ-ინფოს პარტიის აკრძალვა შესაძლებელია, მისი არსებობა სირცხვილია

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე პრორუსული და ძალადობრივი პარტიის, ალტ-ინფოს აკრძალვის სამართლებრივ გზებზე ლაპარაკობს. 

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გზით და ამ პროცესის ინიცირება შეუძლია: პრეზიდენტს, მთავრობას და 30 დეპუტატს. 

"ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე - 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას.

ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა.

ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება.

რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია, ყველაფერთან ერთად". - წერს გიორგი ბურჯანაძე. 

პრორუსულმა, ძალადობრივმა ჯგუფმა ალტ-ინფომ პარტია დააფუძნა

პარტიას სახელად კონსერვატიული მოძრაობა ერქმევა. 

პარტიის დამფუძნებლები 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არიან. 


close დახურვა