logo
ENG



ბურჯანაძე - ქართული ოცნება არაფერში აღარ წერია, პროფესიონალ მატყუარებად ჩამოყალიბდნენ

19 მაი 202022:32
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეწყალება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სწორი ნაბიჯი იყო, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

ამ საკითხზე საუბრისას მან „ქართული ოცნების“ ლიდერები გააკრიტიკა, რომლებმაც შეწყალების შემდეგ განაცხადეს, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია არ ჰქონდათ და პრეზიდენტის გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია.

„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯი. მან თავისი ემოციები, განწყობები გადადო გვერდზე და მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც გაათავისუფლა უგულავა და ოქრუაშვილი. იმის მაგივრად, რომ „ქართულ ოცნებას“ პოზიტივში ჩაეწერა ეს გადაწყვეტილება, თქვეს რომ არ იცოდნენ და ამავე დროს აღმოჩნდა რომ იცოდნენ. იცით ეს უკვე აღარც კაცურია, აღარც პოლიტიკურია, არაფერში აღარ წერია ეს „ქართული ოცნება“. ხელისუფლებაში როდესაც ხარ ან პოლიტიკური გამოცდილება უნდა გქონდეს, ან კაცობა ან სიტყვა. ისინი ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ მატყუარებად“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


close დახურვა