logo
ENG



ბუტა რობაქიძის საქმე - ოქრუაშვილთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ჩაინიშნა

18 ივლ 202012:30
3 წუთის საკითხავი
clock 997

"ფორმულას" ინფორმაციით, სასამართლო პროცესი, რომელიც "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერ, ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში არის დაწყებული, ბუტა რობაქიძის საქმეს უკავშირდება. 

ოქრუაშვილს აღნიშნულთან დაკავშირებით ან სასამართლოში ან საგამოძიებო უწყებაში იქნება დაბარებული. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, ამ საქმის თავიდან წამოწყება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ნათელი მაგალითია. პოლიტიკოსის შეფასებით, 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ ნაწილს, სწორედ პოლიტიკური ლიდერების დევნის შეწყვეტა წარმოადგენდა, თუმცა ხელისუფლება შეთანხმებას სრულფასოვნად არ ასრულებს.

"ოქრუაშვილთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ჩაინიშნა და ეს არის საქმე, რომელიც წლების წინ მიმდინარეობდა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აფრთხილებენ ივანიშვილს, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა დაიცვან და ეს შეთანხმება არ არის ბოლომდე შესრულებული, მათ შორის გიორგი რურუასთან მიმართებაში. მეორე - პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება რომ უნდა შეწყდეს განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ეს დემონსტრირებაა, რომ "აი მე არ მაინტერესებს ჩვენი პარტნიორების გაფრთხილება", ივანიშვილის მხრიდან ეს არის ზუსტად იმის წარმოჩენა, რომ შინაარსობრივად ეს ადამიანი არ არის მზად ესაუბროს ჩვენ პარტნიორებს და დაიცვას დემოკრატიული პრინციპები", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ "ფორმულას" ეთერში. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.

როგორც პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მმართველი გუნდის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება სახიფათოა.

პარტიები აგრეთვე გიორგი რურუაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მისი გათავისუფლება კანონის უზენაესობის თვალსაზრისით პრინციპული საკითხია.

 


close დახურვა