logo
ENG



გაბუნია: გეგმის თანახმად, ჯანდაცვის სექტორის მუშაკების 65% აიცრება

21 იან 202112:09
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: გეგმის თანახმად, ჯანდაცვის სექტორის მუშაკების 65% აიცრება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეროვნული გეგმის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორის მუშაკთა 65%, 46 000 ადამიანი აიცრება.

როგორც მან გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა, ჯამში ამ სფეროში 71 000 ადამიანია, თუმცა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება ხდება, მათ შორის იმის, რომ შესაძლოა, დასაქმებულმა არ მიიღოს აცრის გადაწყვეტილება, ან ჰქონდეს თანმხლები მდგომარეობა, შესაბამისად, აცრას 65% დაექვემდებარება.

"ყველაზე მაღალი რისკის სამიზნე ჯგუფი ეს არის ჯანდაცვის სექტორი. სამიზნე მოსახლეობა ჯამურად ამ ჯგუფის არის 71 000, მოცვის მაჩვენებელი 65%-ია, აქ არის დაშვება იმგვარი, რომ რიგ შემთხვევაში ჯანდაცვის პროფესიონალი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს ან ექნება რაიმე თანმხლები მდგომაროება, რა შემთხვევაშიც ვაქცინაცია, შესაძლოა, არ იყოს ნაჩვენები, ამდენად სამიზნე მოცვა არის 65%, რაც უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ჯგუფების მოცვის მაჩვენებელი. ჩვენი მიზანი იქნება 46 000 ჯანდაცვის მუშაკი აიცრას პირველივე ეტაპზე", - თქვა გაბუნიამ.

მისი განცხადებით, ქვეყანა ვაქცინას ამ წლის პირველ კვარტალში ელოდება და მათი აცრაც ამ პერიოდში მოხდება. 


close დახურვა