logo
ENG



გაბუნია: დადასტურებული არ არის, რომ ახალი შტამი ახალგაზრდებს უფრო აზარალებს

05 იან 202112:15
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: დადასტურებული არ არის, რომ ახალი შტამი ახალგაზრდებს უფრო აზარალებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული მოსაზრება, თითქოს კორონავირუსის ახალი შტამი ახალგაზრებს უფრო აზარალებს, თუმცა, მისივე თქმით, ეს დადასტურებული არ არის.

როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება.

"ერთადერთი, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი, არის ის, რომ ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო, როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების, ასევე წესების დაცვის კუთხით.

რაც შეეხება იმას, რომელ ჯგუფს უფრო მეტად აზარალებს ეს შტამი, ამ ეტაპისთვის რაიმე დასაბუთებული, მეცნიერული საფუძვლები არ გვაქვს, რომ ვივარაუდოთ - ეს შტამი უფრო მეტად აქტიურად აზარალებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას, გარკვეული ვარაუდი გამოითქვა, თუმცა დადასტურებული არ არის", - აღნიშნა გაბუნიამ.

კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში გუშინ, 4 იანვარს დადასტურდა.


close დახურვა