logo
ENG



გაბუნია: მზადდება ვაქცინის დანერგვის ფორმა, ფორმალიზაცია მომდევნო კვირის ბოლომდე მოხდება

06 იან 202113:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/06/23ri606jmxpanfv.jpg

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში განიხილება ფაიზერის, მოდერნასა და ასტრაზენეკას ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობა. გაბუნიას თქმით, მზადდება ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია მომდევნო კვირის ბოლომდე მოხდება.

მინისტრის მოადგილემ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ საქართველოში ამ დრომდე არცერთი ვაქცინა არ შემოსულა და არც რომელიმე კონკრეტული პირი აცრილა.  გაბუნიას თქმით, თუნდაც ერთი დოზა ვაქცინის მისაღებად ქვეყანამ მთელი რიგი პროცედურები უნდა გაიაროს. 

"დღეს ჩვენ განვიხილავთ სამივე ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას, ეს არის ფაიზერის ვაქცინა, მოდერნა და ასტრაზენეკა, ეს არის ყველა ის ვაქცინა, რომელთაც მიიღეს FDI-ის ან ევროპის მარეგულირებლების ავტორიზაცია. მზადდება ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია, ვფიქრობ მომდევნო კვირის ბოლომდე მოხდება და ყველა ის ეტაპი, რომელიც ჩვენ ვაქცინის მისაღებად უნდა გავიაროთ, განხორციელდება ქვეყნის შესაბამისად", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ვაქცინაციის პრიორიტეტული ჯგუფები განსაზღვრულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. მათ შორის, ხანდაზმული ასაკი არის ყველაზე დიდი რისკ-ჯგუფი და შესაბამისად, პირველ ეტაპზე, სწორედ ისინი აიცრებიან. 


close დახურვა