ჯერჯერობით, უნდა დავაკვირდეთ ეპიდემიურ სიტუაციას. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. შევხედავთ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიური სურათი როგორ განვითარდება. ამასთან ერთად, როგორც ვხედავთ, ვაქცინირებულების რაოდენობაც იმატებს და ეს ბალანსი მოგვცემს იმ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, რამდენად გვექნება რესურსი ღამით შეზღუდვის მოხსნის.
ჯერჯერობით, ამ თვეში მაინც სიფრთხილე გვმართებს, რადგან დღეს ვხედავთ 1 000-ზე მეტი შემთხვევაა, შაბათ-კვირის ეფექტია, თუმცა უნდა ვნახოთ სტაბილური, ცოტა უფრო აქტიური კლება.