logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ყველა ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობა დაუფინანსდება

09 აგვ 202312:15
3 წუთის საკითხავი
 
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ყველა ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობა დაუფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოლოგიურ პაციენტს ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები დაუფინანსდება.

სამინისტროს ცნობით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა წლიური 25000 ლარის ფარგლებში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, შემოსავლის მიუხედავად, ყველა ბენეფიციარისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.

შესაბამისად, დაფინანსება შეეხებათ იმ პაციენტებსაც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია - ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. აღნიშნული მკურნალობები დაუფინანსდებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობამ ცვლილება უკვე დაამტკიცა.

"ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გაათანაბრებს ხელმისაწვდომობას კიბოს სამკურნალო საშუალებებზე - ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია და ის საშუალებები, რაც დღეს არის ყველაზე ეფექტური და თანამედროვე გაიდლაინებით რეკომენდებული" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.


close დახურვა