logo
ENG



გაგლოევის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მისი და პუტინის შეხვედრა გადაიდო

22 თებ 202320:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/22/jzhqnqmiup55x25.jpg

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს, ალან გაგლოევს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ვლადიმერ პუტინთან დაანონსებული შეხვედრა გადაიდო. ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედია ავრცელებს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პუტინსა და გაგლოევს შორის მოლაპარაკებები, რომელიც ოთხშაბათისთვის იყო დაგეგმილი, მოგვიანებით ჩატარდეს.

ეს გაგლოევისა და პუტინის პირველი შეხვედრა უნდა ყოფილიყო. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს გაგლოევი აცხადებდა, რომ განვითარების ერთადერთი ვექტორი რუსეთთან ინტეგრაციაა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთში იმყოფებოდა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი, ასლან ბჟანია. როგორც ცნობილია, პუტინს ის არ შეხვედრია. მოსკოვიდან ბჟანია მინსკში გაემგზავრა, სადაც ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.


close დახურვა