logo
ENG



გაეროს ბავშვთა ფონდი გამოდგა ამათი მესაფლავე - გოცირიძე

01 ივნ 202021:29
3 წუთის საკითხავი
clock 406

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „გაეროს ბავშვთა ფონდი“ მოქმედი ხელისუფლების „მესაფლავე გამოდგა“.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განმარტა, სიღარიბის შესახებ ანგარიშს უკვე ემსხვერპლა ერთი პრემიერ-მინისტრი და მისი აზრით, ეს ანგარიშები ახდენს მმართველი პარტიის საქმიანობის ლუსტრაციას.

„გაეროს ბავშვთა ფონდი გამოდგა ამათი მესაფლავე. კვირიკაშვილი სულ სხვა მიზნებისთვის მოხსნეს და მერე ვნახეთ, რა უყვეს ანაკლიას. ბევრი სხვა მიზეზით მოხსნეს, მათ შორის ამერიკული კომპანიის საქართველოში შემოყვანის გამო. ივანიშვილმა ვერ გაიგო მდივნის განცხადება. კვირიკაშვილის მოხსნის საბაბი იმდენად აუხსნელი იყო და ისე აქებდა მანამდე, რომ მან ძალიან დამაზიანებელი ფაქტორი გამოიყენა, მოახდინა ოცნების საქმიანობის ლუსტრაცია. პენსიონერთა სიღარიბეც გაიზარდა, მოსახლეობის სიღარიბეც გაიზარდა. 221 ათასი ბავშვი შიმშილობს - საქართველო რეგიონში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან. კორონასთან კონტექსტში არავინ მიაქცია მაშინ ყურადღება. ახლა გვეუბნებიან, რომ უამრავი ბავშვი ცხოვრობს ერთ ოთახში, ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს. ეს ინფორმაცია მანამდეც იყო ალბათ, მაგრამ ახლა ვიგებთ - ოჯახებს წყალი არ აქვთ, რომ ხელები დაიბანონ", - აცხადებს რომან გოცირიძე.


close დახურვა