გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტები ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტონ დაკავებულთა წამება და მართლმსაჯულების წინაშე წარადგინონ ის პოლიციელები, რომლებმაც, სავარაუდოდ, დაამცირეს და სცემეს დემონსტრანტებს.
ექსპერტები, ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, სრულად დაიცვან ფუნდამენტური გარანტიები - დაკავებულთა დაუყოვნებლივი რეგისტრაციითა და მათ შესახებ ოჯახისთვის შეტყობინებით.
ექსპერტების განცხადებით, მათ ბელარუსში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის 450 შემთხვევაზე მიიღეს ცნობა.
გაეროს მონაცემებით, დაახლოებით 6 700 პირი დააკავეს საპროტესტო აქციების დროს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. შაბათს, 29 აგვისტოს ბელარუსის ხელისუფლებამ 17 ჟურნალისტს შეუჩერა აკრედიტაცია უცხოურ მედიასთან თანამშრომლობის გამო.
გაეროს ექსპერტები მოუწოდებენ ბელარუსის ხელისუფლებას, გაათავისუფლონ ყველა ის პირი, ვინც მშვიდობიან საპროტესტო აქციაში იღებდა მონაწილეობას.