გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
საბჭოს წევრებმა რეზოლუციით მოითხოვეს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა ისრაელსა და ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასს შორის, ასევე ტყვეების უპირობო გათავისუფლება. ისრაელის მონაცემებით ომის დაწყებისას ჰამასმა მძევლად ისრაელის 253 მოქალაქე აიყვანა.
Reuters-ის ცნობით, რეზოლუციას მხარი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავა.
"ზავი შეიძლება დაუყოვნებლივ ამოქმედდეს, როგორც კი მოხდება პირველი მძევლის გათავისუფლება. ამიტომ ჩვენ ჰამასზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა მათ ეს გააკეთონ", - თქვა აშშ-ის ელჩმა გაეროში, ლინდა ტომას-გრინფილდმა.